ტელეხიდი სტრასბურგის სასამართლოსთან ტრადიციად ყალიბდება

10 ოქტომბერი 2016

10 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განახლებულ სასწავლო ცენტრში, მეორედ გაიმართა ონლაინ ტრენინგი, რომელიც ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან ტელეხიდის მეშვეობით განხორციელდა.
ტელხიდის მეშვეობით ონლაინ ტრენინგი უკვე მეორედ იმართება და ტრადიციად ყალიბდება.

 სასამართლოს ექსპერტებმა ქართველ ადვოკატებს შესთავაზეს ორსაათიანი სწავლება, ევრო სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმისა და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილული იქნა  ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი